რეზონანსი
06.08.2022

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით საჰაერო თავდასხმები გრძელდება. ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში განგაშის სიგნალებია ჩართული. ისლამური ჯიჰადი ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტას უშვებს, თუმცა მათ ე.წ. რკინის გუმბათი ანეიტრალებს. უსაფრთხოების უმკაცრესი ნორმები მოქმედებს ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. გამოცხადებულია ტერორისტული საშიშროების უმაღლესი დონე.

ადგილზე არსებულ ვითარებაზე "მთავართან" იქ მყოფი ქართველი ემიგრანტები საუბრობენ:

"ვითარება ისეთია, რომ დაახლოებით 200 რაკეტაზე მეტია გამოშვებული ისრაელის ტერიტორიაზე. მე ვცხოვრობ ქალაქ აშდოთში, ჩემი სახლიდან ჩანს, ღაზას სექტორი, აშქელონი. როცა ღაზადან მოფრინავს რაკეტები ისრაელის მიმართულებით, ავტომატურად ირთვება რკინის გუმბათი, ეს ყველა მოქმედება ჩანს, რა თქმა უნდა, ისმის. აშდთოში როცა მოფრინავს რაკეტები, ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ ვართ. დღის განმავლობაში ჩემ ქალაქშიც იყო დაბომბვა, დაახლოებით ერთი საათის წინ ჩაირთო სირენა, ბავშვებთან ერთად მოგვიწია ყოფნა თავშესაფარში", - თქვა მთავართან ისრაელში მყოფმა ქართველმა ემიგრანტმა.

ღაზას სექტორში, სადაც გუშინ გვიან ღამით, ისრაელის არმიამ ისლამური ჯიჰადის საპასუხოდ, ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები განახორციელა, ამ დროისთვის ვითარება შედარებით დასტაბილურებულია. სამხედრო ავიაციის სამიზნე ჯიჰადის იარაღის საწარმო ობიექტები, საწყობები და რაკეტის გამშვები პოზიციები გახდა. ლიკვიდირებულია ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი აბუ მახმუდი.

გასულ ღამეს, რადიკალურმა მოძრაობა ისლამურმა ჯიჰადმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა. მათ დიდი ნაწილის განეიტრალება ე.წ. რკინის გუმბათის მეშვეობით მოხდა. მთელი ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალი ისმოდა ისრაელის აღმოსავლეთ რეგიონებში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×