რეზონანსი
06.08.2022

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წვდომას ითხოვს. ის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ რუსეთის სამხედრო მოქმედებებს გმობს და მათ ბირთვული წესების უპასუხისმგებლო დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ბორელმა „ტვიტერის" გვერდზე დაწერა.

„ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო მოქმედებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ. ეს ბირთვული უსაფრთხოების წესების სერიოზული და უპასუხისმგებლო დარღვევაა და რუსეთის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული წესების უგულებელყოფის კიდევ ერთი მაგალითი. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უნდა ჰქონდეს წვდომა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან",- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×