რეზონანსი
06.08.2022

უკრაინული სიმინდით დატვირთული 3 გემიდან ერთ-ერთი, "ნავისტარი" სტამბოლში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, დანარჩენი 2 გადამზიდი - "როჟენი" და "პოლარნეტი" პირველ გემს მალე შეუერთდებიან. ისინი თურქეთის ტერიტორიულ წყლებში ცოტა ხნის წინ შევიდნენ.

"ნავისტარი" პანამის დროშის ქვეშ ცურავს და მასზე ირლანდიაში გასატანად განკუთვნილი 33 000 ტონა სიმინდია დატვირთული. გემი "როჟენი" 13 000 ტონა სიმინდს სტამბოლიდან დიდი ბრიტანეთში გადაიტანს. რაც შეეხება "პოლარნეტს", ის თურქეთის დროშის ქვეშ ცურავს და ქალაქ კარასუსკენ გაემართება მას შემდეგ, რაც სხვა გემების მსგავსად, სტამბოლში შემოწმებას გაივლის. ის 12 ათასი ტონა სიმინდით არის დატვირთული.

სტამბულის პორტში სამივე გემს კოორდინაციის ცენტრში ერთობლივი ინსპექტირების ჯგუფი დაათვალიერებს.

ცნობისთვის, სიმინდით დატვირთული 3 გემი, უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან 5 აგვისტოს გავიდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×