რეზონანსი
06.08.2022

ჩემი აზრით, საქართველოს საზოგადოებაში ქსენოფობია არ არის პრობლემა ზოგადად, თუმცა პოლიტიკური და მედია ძალისხმევით შეიძლება ამ განცდის გაღვივება საზოგადოებაში, 90-იანი წლებიც ამის ერთ-ერთი მაგალითია - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, „არა მგონია, სწორი მოტივაცია იყოს, ვიღაცის გაღიზიანების გამო ადამიანები არ შემოვუშვათ, მათ ხომ სპეციფიურად მასპინძელი ჰყავთ და ა.შ."

„ჩემი წარმოდგენით, ეს თემაც გამოყენებული იყო კვლავ, რათა გაეგრძელებინათ დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან ჩხუბი, განსხვავებული პოზიციებიდან ერთმანეთის ლანძღვა-გინება, რადგან ძალიან გაღარიბდა ჩვენი პოლიტიკური ველი რაიმე იდეით ან თემით, რომელზეც შეიძლება განსხვავებული აზრის ცივილურად გამოთქმა და კამათი. აქედან გამომდინარე, მე ზოგადად მიმაჩნია, რომ ეს საქართველოში არათუ პრობლემაა, არამედ არის რაღაც თვალსაზრისით საშველიც იმ კრიზისულ სიტუაციაში, რომელშიც არათუ ჩვენ, მთლიანად რეგიონი ვართ და მსოფლიოსაც ემუქრება ეკონომიკური რეცესია. როდესაც ჩვენ ასეთ დროს ამდენი პრობლემის ფონზე, ვპოულობთ ჩვენთვის სასარგებლო მოვლენას და ამას ვებრძვით, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ნიშანდობლივი, თუ რამდენად არაადეკვატურია ჩვენი მედიაც და საზოგადოებრივი აზრიც როგორ ფორმირდება ასეთი საკითხის გარშემო.

რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, რომ იცოდეს მოსახლეობამ, რას ნიშნავს ვიზა ზოგადად და შეუძლია თუ არა რაიმე რისკი ააცილოს ვიზამ საქართველოს მოსახლეობას. დარწმუნებული ვარ, ადამიანს ვერ იპოვიდით, რომელიც რაციონალურად დასთანხმდებოდა, რომ ახლა გვჭირდება რუსეთთან ვიზები და არათუ რუსეთთან. მე ზოგადად სავიზო რეჟიმს გავაუქმებდი უამრავ ქვეყანასთან, განსაკუთრებით დღევანდელი ჩაკეტილობის ფონზე, რათა შესაძლებლობა გვქონდეს, ვისარგებლოთ იმ მცირე დარჩენილი შესაძლებლობებით, რომელიც რეგიონში და მსოფლიოში არსებობს ეკონომიკური კრიზისის დროს. იმ რისკებისგან, რომლისაც ჩვენ გვეშინია, ვიზები ვერასდროს დაგვიცავს. არა მგონია, სწორი მოტივაცია იყოს, ვიღაცის გაღიზიანების გამო ადამიანები არ შემოვუშვათ, მათ ხომ სპეციფიურად მასპინძელი ჰყავთ და ა.შ. ჩემი აზრით, ეს არასწორია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×