რეზონანსი
06.08.2022

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მიერ თანამდებობის დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ „ამირან გამყრელიძე საქართველოს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია".

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, გამყრელიძე გლობალურად მოაზროვნე, საერთაშორისო აღიარების მქონე პიროვნებაა.

„ამირან გამყრელიძე არის ბოლო პერიოდის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონა, გამორჩეული პიროვნული ღირსებებით. ის არის დიდი პროფესიონალი და გლობალურად მოაზროვნე, საერთაშორისო აღიარების მქონე პიროვნება. ამირანი არის საქართველოს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი. მის სახელს უკავშირდება ყველაზე წარმატებული ჯანდაცვითი პროექტები და ინიციატივები. ის თავის შესანიშნავ მეუღლესთან ერთად არის დიდი და ტრადიციული ქართული ოჯახის ბურჯი. ბედნიერი ვარ, რომ მასთან მაკავშირებს ახალგაზრდობის დროინდელი დიდი მეგობრობა",- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება კავშირში არ არის „პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×