რეზონანსი
06.08.2022

ეს ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული ავიაერიშების შედეგია. გარდაცვლილებს შორის არიან "ისლამური ჯიჰადის" მაღალი რანგის მეთაური, ტაისირ ჯაბარი, 5 წლის ბავშვი და 23 წლის ქალი.

ისრაელი უკვე მეორე დღეა ღაზის სექტორში ავიაიერიშებს რამდენიმე მიმართულებით ერთდროულად ახორციელებს. როგორც ქვეყნის ოფიციალური პირები ამბობენ, მათ სამიზნეს მშვიდობიანი მოსახლეობა არ წარმოადგენს. ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლობის თქმით, მათ ხანგრძლივი დაძაბულობა არ სურთ, მაგრამ ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან.

საპასუხო ავიაიერიშები განხორციელდა ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" მიერ, ღაზის სექტორიდან. მათ ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ნასროლი რაკეტების ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემა "რკინის გუმბათმა" გაანეიტრალა, ნაწილი კი ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დაპირისპირების დროს დაშავდა ისრაელის 4 მოქალაქე. მხარეებს შორის კონფლიქტის დარეგულირებას ეგვიპტე ცდილობს. ეგვიპტის დიპლომატიურმა დელეგაციამ ისრაელსა და პალესტინის "ისლამურ ჯიჰადს" ცეცხლის დროებით შეწყვეტა შეთავაზა, რაზეც დაჯგუფებამ უარი განაცხადა.

ისრაელის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშებს განსხვავებული რეაქციები მოყვა საერთაშორისო საზოგადოებაში. ყატარი, იორდანია და თურქეთი ისრაელის სამხედრო ოპერაციას გმობენ. შეერთებული შტატები კი ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი ტერორისტული დაჯგუფებებისგან, მხარს უჭერს.

2 დღიანი დაპირისპირების ფონზე ისრაელმა 25 ათასი რეზერვისტის მობილიზება გამოაცხადა, პარლელურად კი ღაზის საზღვართან სამხედრო დანაყოფები და არტილერია განათავსა. თელ-ავივმა საჰაერო იერიშები მას შემდეგ განახორციელა, რაც პალესტინის ისლამური ტერორისტული დაჯგუფება ისრაელს "დასავლეთ სანაპიროზე" მისი ლიდერის დაპატიმრების საპასუხოდ თავდასხმით დაემუქრა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×