რეზონანსი
07.08.2022

კა­ნი­სა და ვე­ნე­რი­ულ და­ა­ვა­დე­ბა­თა დის­პან­სერ­ში მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. კლი­ნი­კის ერთ-ერთმა თა­ნამ­შრო­მე­ლმა მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის დე­ტა­ლებზე ისაუბრა:

„გოგა რომ გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა ალ­ბათ იტყვის რაც მოხ­და. ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ამ ფაქტს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. პი­რა­დად არა­ფე­რი მი­ნა­ხავს, ადრე არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მათ შო­რის არ ყო­ფი­ლა. პი­რი­ქით, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ოჯა­ხე­ბი არი­ან. თე­მუ­რის შვი­ლი, ზვი­ა­დი ბეჟა­ნი­ძე, გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია, გო­გას­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. 

ფაქ­ტი გო­გას კა­ბი­ნეტ­შია მომ­ხდა­რი. არა­ვის და­უ­ნა­ხავს, არა­ვინ შეს­წრე­ბია ფაქტს. სრო­ლის ხმა­ზე შე­ვიდ­ნენ კა­ბი­ნეტ­ში და მა­შინ ნა­ხეს გოგა დაჭ­რი­ლი რომ იყო. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მოხ­და ეს ფაქ­ტი, გო­გას კა­ბი­ნეტ­ში და გვერ­დით კა­ბი­ნე­ტებ­ში გა­ი­გეს სრლის ხმა.

ზო­გა­დად გოგა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლია, ყვე­ლას პატ­რო­ნია, 80 წლის ხდე­ბა თე­მუ­რი და ვვა­რა­უ­დობთ რომ არა­დექ­ვა­ტუ­რი გა­გე­ბა ჰქონ­და. იმ დღეს გან­ცხა­დე­ბა და­ი­წე­რა თე­მუ­რის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და შვილ­მა, ზვი­ად­მა უთხრა ეს ამ­ბა­ვი მა­მას. უხე­შა­დაც არა­ვის არა­ფე­რი უთ­ქვამს. აუხ­სნი­ათ მის­თვის, რომ ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ, მერე ზვი­ა­დი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა თა­ვის სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში და გა­უგ­რძე­ლე­ბია მუ­შა­ო­ბა. ამის შემ­დეგ მოხ­და ეს ტრა­გე­დია. რო­გორც ვი­ცით, ია­რა­ღი თან არ ჰქო­ნია, რო­გორც ჩანს, ამის შემ­დეგ წა­ვი­და და სა­დღაც 3 სა­ათ­ში დაბ­რუნ­და უკან.

შე­ვი­და გო­გას კა­ბი­ნეტ­ში. სხვა დროს არა­სო­დეს გვი­ნა­ხავს ია­რა­ღი მის ხელ­ში, აუხ­სნე­ლია მისი ქმე­დე­ბა. ვერც თე­მუ­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვერ ხსნი­ან, ვერც გო­გას ახ­ლობ­ლე­ბი, ვერც ჩვენ, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ვერ ვხსნით. 2 წლის წინ ინ­სულ­ტი ჰქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი თე­მუ­რის და შე­იძ­ლე­ბა ამის გა­მოც იყო. ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს მი­ზეზს. თვი­თო­ნაც მის­ცე­მენ ჩვე­ნე­ბებს და გა­ირ­კვე­ვა რა მოხ­და. გო­გას ნამ­სხვრე­ვი ჭრი­ლო­ბა აქვს მკლავ­ზე, მას გო­ნე­ბა არ და­უ­კარ­გავს და არც ბევ­რი სის­ხლი და­უ­კარ­გავს, თვი­თონ თე­მუ­რის შვილ­მა ზვი­ა­დმა და­ა­დო ლახ­ტი და შე­უ­ჩე­რა სის­ხლდე­ნა, მან იზ­რუ­ნა გო­გა­ზე. მაგ­რამ იმ­დე­ნად გა­ნი­ცა­და ეს ამ­ბა­ვი ზვი­ად­მა, რომ თვი­თონ მო­სა­სუ­ლი­ე­რე­ბე­ლი გახ­და და გული წა­უ­ვი­და. გოგა ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნია, 52 წლის არის, ოეპ­რა­ცია გა­უ­კეთ­და და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა", - განუცხადა "ამბებს" კლინიკის თანამშრომელმა.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×