რეზონანსი
08.08.2022

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2019 წელთან შედარებით, მხოლოდ 65.3% არის აღდგენილი ტურისტების რაოდენობა.

„ეს არის 718 401 მოგზაური. 2019 წელთან შედარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს გვქონდა პიკი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეკონომიკა სრულად აღვადგინეთ და ვსაუბრობთ ეკონომიკის სწრაფ ზრდაზე, ტურიზმის დარგთან დაკავშირებით ჯერ კიდევ უნდა აღვადგინოთ, ჯერ კიდევ უნდა მოხდეს პანდემიის შედეგების ნეიტრალიზაცია და ამ შემთხვევაში, ის აჟიოტაჟი და ცრუ წარმოდგენების შექმნა, რომ საქართველოში არის გადაჭარბებული რაოდენობა ტურისტების, ეს არის დაზიანება იმ ტენდენციების, რომელიც ჩვენ გვაქვს. საქართველომ მოახერხა მთავრობისა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით კარგი შედეგების მიღწევა. ტურიზმის აღდგენა ჩვენთვის დიდი პრიორიტეტია, ამისთვის ძალიან ბევრი გაკეთდა. ახალი მიმართულებით პირდაპირი ფრენების მოზიდვა მოხერხდა. სპარსეთი ყურესთან ჩვენ გვაქვს გაზრდილი ფრენები, მაგალითად, საუდის არაბეთთან 30-ზე მეტი ფრენა გვაქვს კვირის განმავლობაში, იგივე ხდება შუა აზიის ქვეყნებთან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნებთან", - განაცხადა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში 2019 წელთან შედარებით, რუსი ტურისტების რაოდენობა შემცირებულია.

„ასევე, შემცირებულია ტურისტების რაოდენობა სხვა ტრადიციული ბაზრებიდან. ეკონომიკური ზრდის შემადგენელი ძირითადი კატეგორიებია გაზრდილი ექსპორტი. ასევე გამოიხატება სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს აქტივობებში. ასევე უცხოური ინვესტიციები, აქ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი არიან ლიდერები და, შესაბამისად, ეს არის ობიექტური მოცემულობა. სუბიექტურია ის თუ რა ტიპის ნარატივის დამკვიდრებას ცდილობენ ზოგიერთი პოლიტიკოსები და ზოგიერთი საინფორმაციო არხები. მე თვითონ ვნახე კადრები, როდესაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და ყოფილი პრეზიდენტი თვითონ მოუწოდებდა რუს ტურისტებს შემოსვლას და თვითონ ხვდებოდა საზღვარზე. იგივე პოლიტიკური ძალა დღეს ითხოვს სავიზო რეჟიმის დაწესებას, მხოლოდ იმისთვის, რომ დაზიანდეს ჩვენი ტურისტული სექტორი, რაც დააზარალებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს", - განაცხადა დავითაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×