რეზონანსი
08.08.2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს თანამშრომელი, 29 წლის კახი კობახიძე რაჭაში ტრაგიკულად გარდაიცვალა - ახალგაზრდა ხევში ჩავარდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ამ ტრაგედიის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

„კახი იყო გამორჩეული პიროვნული თვისებებით და მაღალი ღირებულებებით დაჯილდოებული ადამიანი. ყველასათვის საყვარელი, ერთგული და თავდაუზოგავი მეგობარი, განუმეორებელი სიკეთით და სათნოებით დაჯილდოებული, სიყვარულის ნიჭის უბადლოდ მატარებელი. მას პირადი მაგალითით, სიტყვით და საქმით, ყოველ დღე და ყოველ წუთს ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში და ცენტრის საქმიანობაში.

ის 2019 წლიდან დღემდე, მაღალი პროფესიონალიზმით, უშრეტი ენერგიით და წარმატებით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. გამოირჩეოდა დიდი შრომისმოყვარეობით.

კახიმ სიცოცხლე ოჯახის, მეგობრების, თანამშრომლების და ქვეყნის კეთილდღეობას მიუძღვნა და იმაზე მეტი სიკეთე გასცა, ვიდრე ეს შესაძლებელია ერთი ადამიანისთვის.

მისი უდროოდ წასვლა ჩვენი ცენტრისთვის დიდი და მტკივნეული დანაკლისია. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს, მისი ნათელი ხსოვნა გაათბობს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას."

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×