რეზონანსი
08.08.2022

პრეზიდენტის განცხადებაშივე შეგვიძლია ამოვიკითხოთ, რომ პოლიტიკური პოლიტიკური კონსენსუსის შესაძლო არქონა გახდა მიზეზი, რომ მე არ მოვხვედრილიყავი ამ მცირე ჩამონათვალში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნა. შეგვიძლია ასევე ვივარაუდოთ, რომ გასული კვირის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებიდან ხორციელდებოდა პოლიტიკური წნეხი და ზეწოლა პრეზიდენტთან მიმართებაში იმისთვის, რომ თითქოს ეს კონკურსი ატარებდა ფორმალურ ხასიათს, რომ თითქოს სხვა ტიპის ჩარევა იყო საჭირო ამ პროცესში. ვფიქრობ, რომ შესაძლოა ამ ყველაფერსაც გარკვეული გავლენა ჰქონდა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკაში" ჩართვისას განაცხადა.

„ვგულისხმობ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს, როდესაც ხდებოდა პროცესის შეფასება იმგვარად, რომ ეს თითქოს ფორმალურ ხასიათს ატარებდა და იმ შემთხვევაში თუ იგივე კანდიდატების წარდგენა მოხდებოდა ეს პრეზიდენტის პასუხისმგებლობა იქნებოდა და გარკვეული ნეგატიური წვლილი და როლი ამ პროცესში. შესაბამისად, არაერთი ასეთი განცხადება მოვისმინეთ ჩვენ. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ წნეხსა და პოლიტიკური ზეწოლას გავლენა მოეხდინა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად მუდმივად ერთიდაიგივე კანდიდატურების წარდგენა და მათი მხოლოდ 6 თვის ვადით არჩევა, ამ ინსტიტუტის გაძლიერებასა და განვითარებას ხელს არ უწყობს.

მანამდე სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×