რეზონანსი
08.08.2022

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ცდილობს შეამციროს დაძაბულობა და თავიდან აიცილოს კონფლიქტები რეგიონში. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, რუს და უკრაინელ კოლეგებთან საუბრისას ის ყოველ ჯერზე ხაზს უსვამდა დიალოგის წინსვლის მნიშვნელობას.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევინარჩუნეთ პოზიტიური ატმოსფერო და ვერ მივუახლოვდით სისხლისღვრის შეწყვეტას. იყვნენ ისეთებიც, ვინც ომის გაგრძელების მომხრე იყო. მხოლოდ მშვიდობისთვის მზადყოფნის განცხადებები საკმარისი არ არის. მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ პასუხისმგებელი მიდგომით", - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა მარცვლეულის შეთანხმების მიღწევაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ძალისხმევას არ იშურებს მსოფლიოში სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×