რეზონანსი
09.08.2022

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ სტამბოლის კომუნიკესთან დაბრუნება, რომელიც მარტში რუსეთის და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგია, ამჟამად შეუძლებელია.

აღნიშნულის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ბიბისისთან" ინტერვიუში განაცხადა.

„მოკლედ რომ ვთქვა, ჩემი აზრით, შეუძლებელია სტამბოლის კომუნიკესთან დაბრუნება. ემოციური ფონი უკრაინაში ძალიან შეიცვალა. ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი ომის დანაშაული პირდაპირ ეთერში. უკრაინული საზოგადოება სავარაუდოდ არ დათანხმდება, რადგან ხვდებიან, რომ თუ ამ დანაშაულებებზე რუსეთს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, მაშინ ისინი უკრაინის ტერიტორიაზე ამა თუ იმ ფორმით გაგრძელდება. ამიტომ, სტამბოლში შემოთავაზებულმა კომუნიკემ უნდა გაიაროს გარკვეული განახლება", - განაცხადა პოდოლიაკმა.

29 მარტს, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გაიმართა მოლაპარაკებების რაუნდი, რომელზედაც უკრაინამ წარადგინა რამდენიმე წინადადება რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შესახებ, რომელთა შორის იყო უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე საერთაშორისო ხელშეკრულების გაფორმება. 29 მარტის შემდეგ მხარეებს შორის პირისპირ შეხვედრები აღარ გამართულა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×