რეზონანსი
09.08.2022

პოდოლიაკის განცხადების რიტორიკა ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას გულისხმობს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ ყველაზე კარგად იცის რას ნიშნავს თავისუფლებისა და მშვიდობისთვის ბრძოლა.

„ეს არის ის რიტორიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას გულისხმობს. პოდილიაკის განცხადებაც ზუსტად ამას გულისხმობდა. ეს იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ კაციჭამიებისა და თავისუფლების არჩევანი პირადად საქართველოსთვის, პირველ რიგში, თავისუფლებასა და მშვიდობაზე გადის. საქართველომ 30 წლის განმავლობაში რამდენი ომი გადაიტანა ოკუპანტ მხარესთან და ვინ ვინ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რას ნიშნავს თავისუფლებისთვის და ამავდროულად მშვიდობისთვის ბრძოლა. საზოგადოება უკვე არის მიჩვეული, რომ უკრაინის მაღალჩინოსნები პირდაპირ ომისკენ მოუწოდებენ ჩვენს ქვეყანას და ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ სიმართლესა და ტყუილს",- განაცხადა მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×