რეზონანსი
09.08.2022

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის ერთადერთი გადარჩენილი პარაპლანის პილოტი თავს კარგად გრძნობს და საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.

„თავს კარგად გრძნობს, საავადმყოფოდან გამოჯანმრთელებული გაეწერა, რამდენიმე დღის წინ". - განუცხადა ლევან რატიანმა „ფორტუნას".

29 ივლისს გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა. ერთადერთი გადარჩენილი პარაპლანის პილოტი მრავლობითი დაზიანებებით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

მისი დაზიანებები მრავლობითი იყო - მოტეხილობები, ნაფლეთი ჭრილობები და ტვინის შერყევა.

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×