რეზონანსი
09.08.2022

დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო.

ერთმანეთს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება" დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და "გირჩის" საკრებულოს წევრი ცოტნე კობერიძე დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება ცოტნე კობერიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც მმართველი გუნდის გააკრიტიკა, როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა ისე გავიღვიძოთ რუსულ ქვეყანაში, რომ ვერ მივხვდეთ.

„მგონია, რომ შეიძლება ისე გავიღვიძო რუსულ ქვეყანაში, რომ ვერ მივხვდეთ. ამის ერთ-ერთი მეტრია კობახიძე. რატომღაც კობახიძეს არასდროს შესტკიოდა გული, როდესაც ადამიანებს არ მოსწონდათ ამ ქვეყანაში ირანელები და თურქები, მაგრამ ძალიან გულზე მოხვდა, როდესაც ამ ქვეყანაში არ მოსწონთ მტერი - რუსები. მან იცის, რომ ძალიან ჰგავს მისი პარტია რუსეთს, ისე მართავს ქვეყანას, როგორც რუსეთში იმართება", - აღნიშნა კობერიძემ, რასაც თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება" დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ოთარ გრიგოლიას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×