რეზონანსი
09.08.2022

ფინეთის პრემიერმა მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეჩერებას. ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს.

სანა მარინი მთელი ევროპის დონეზე რუსებისთვის სამოგზაუროდ ტურისტული ვიზების გაცემის შეწყვეტის მხარდაჭერით გამოვიდა.

„არასწორია, რომ როცა რუსეთი ევროპაში აგრესიულ და სასტიკ ომს აწარმოებს, რუსებს შეუძლიათ იცხოვრონ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა და იმოგზაურონ ევროპაში, როგორც ტურისტებმა. ეს არ არის სამართლიანი", - განაცხადა მარინმა.

პრემიერის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ რუსები ევროპაში გადასასვლელად ფინეთს იყენებენ და აღნიშნულის თაობაზე მთავრობაში განხილვები მიმდინარეობს.

„გვესმის, რომ რუსები ფინეთს სატრანზიტო პუნქტად იყენებენ, ჩვენი გავლით მიდიან სხვა ქვეყნებში დასასვენებლად. ამ საკითხს მთავრობაში განვიხილავთ და დისკუსია გაგრძელდება. საგარეო საქმეთა სამინისტრო აზუსტებს ამ სიტუაციას, მაგრამ ამასთან დაკავშირებულია გარკვეული სამართლებრივი ასპექტები. ჩვენ არ გვაქვს ჩვენი სანქციების კანონმდებლობა, რომელიც რუსი ტურისტების მხრიდან მსგავსი ქმედებების შეზღუდვის შესაძლებლობას მოგვცემს. შესაძლოა, არსებობს სხვა გზები, მაგალითად, ვიზების გაცემის შენელება", - განაცხადა ფინეთის პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×