რეზონანსი
09.08.2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის თქმით, სანქციებზე საუბარი უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, ვინაიდან ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოს დამაზიანებელი ვერაფერი დადეს და ვერ დადებენ, იმიტომ რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ასე გამოეხმაურა ის უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომ საქართველომ უნდა აირჩიოს - კაციჭამიებს უჭერს მხარს თუ თავისუფლებას.

„ყველას მოვუწოდებდი, რომ ცოტა ფრთხილად და მეტი პატივისცემით ილაპარაკოს საქართველოზე და თავისუფლებაზე, ვინაიდან ბევრ ისეთ ქვეყანას ვერ ნახავთ მთელ მსოფლიოში, რომელსაც საქართველოზე მეტი ფასი აქვს გადახდილი თავისუფლებისთვის და საქართველოზე მეტი ომი აქვს მოგებული დამოუკიდებლობისთვის. ეს არის ჩვენი ეროვნული ღირსება და ყოველთვის ასე იქნება. ვერც ბატონ პოდოლიაკს და ვერც ვინმე სხვას ამასთან დაკავშირებით კითხვის დასმის უფლება არ ექნება. რაც შეეხება სანქციებზე საუბარს, ეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, ვინაიდან ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელი ვერაფერი დადეს და ვერ დადებენ, იმიტომ რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს", - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×