რეზონანსი
09.08.2022

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი რუსებზე ტურისტული ვიზების გაცემის შეჩერების შესახებ დასავლეთის რიგი ქვეყნების მიერ გაჟღერებულ ინიციატივას გამოეხმაურა.

როგორც სტეფანჩუკმა აღნიშნა, ჯერ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების კოლექტიური თანხმობა არ არსებობს, თუმცა ქვეყნები ერთი მეორეს მიყოლებით უარს ამბობენ რუსებზე ვიზების გაცემაზე, ანუ ფიქსირდება ინდივიდუალური პოზიცია.

რადას სპიკერის განმარტებით, ლატვია, ესტონეთი, ჩეხეთი, ნიდერლანდები და ბელგია ის ქვეყნებია, რომლებიც ყოყმანის გარეშე აწესებენ შეზღუდვებს და აჩვენებს რუსებს, რომ ევროპაში მათი ჩასვლა არ უხარიათ.

„როგორც იქნა ყველამ გაიგო, რომ ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრება და ომის პროპაგანდა - ერთმანეთთან შეუთავსებელი რაღაცებია.

ამის შემდეგ რუსები ვერ შეძლებენ მსოფლიოს დედაქალაქებში ჩასვლას შვებულების დროს და ვერ დატკბებიან იმ სიკეთეებით, რომელთა შესაქმნელად მათ არაფერი გაუღიათ, ვერ ჩაიტანენ იქ თავის პროპაგანდას და ვერ შეაქებენ თავის ცხოვრების წესს. კეთილი იყოს თქვენი ფეხი საბჭოთა კავშირში, თქვენ ხომ ეს გინდოდათ?",- განაცხადა სტეფანჩუკმა.

მისივე ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აგვისტოს ბოლოს შეიკრიბებიან და იმსჯელებენ რუსებისთვის ვიზების მიცემის შეზღუდვაზე სრულიად ევროპულ დონეზე.

„ვაანონსებ, რომ ეს იქნება უმოკლესი განხილვა და ერთსულოვანი დამტკიცება",- განაცხადა რადას სპიკერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×