რეზონანსი
09.08.2022

ყირიმში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას, რუსულ მედიაზე დაყრდნობით „ბიბისი" ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ საკის რაიონში, ნოვოფედოროვკას აეროდრომთან ახლოს აფეთქებები საბრძოლო მასალების საწყობში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის ბავშვი.

თავდაცვის უწყების ცნობით, მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის დეტონაცია, თუმცა აფეთქებები საბრძოლო ცეცხლის ზემოქმედების შედეგად არ მომხდარა და აფეთქების მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ყირიმში აფეთქებას გამოეხმაურა უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი და განაცხადა, რომ ნოვოფედოროვკაში აფეთქება კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ ვისია ყირიმი.

„დღეს მკვიდრი მოსახლეობის საერთაშორისო დღეა. უკრაინაში ასეთებად ყირიმელი თათრები, ყარაიტები და კრიმჩაკები ითვლებიან. დღევანდელი აფეთქებები ნოვოფედოროვკაში კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, თუ ვის ეკუთვნის ყირიმი. რადგან ეს არის უკრაინა", - წერს ვერეშჩუკი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×