რეზონანსი
11.08.2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, შინდისის გმირების მონუმენტი გახსნა სექტემბრისთვის იგეგმება, ხოლო მუზეუმის მშენებლობა უახლოეს ხანში დაიწყება.

ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს შინდისის ბრძოლის 14 წლისთავთან დაკავშირებით გვირგვინით შეამკო მემორიალი და შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„ჩვენ ერთ წელიწადში შევძელით, ფაქტობრივად დავასრულეთ მონუმენტი, ჩვენ ვგეგმავთ, რომ სექტემბერში გვექნება აღნიშნული მონუმენტის გახსნა. ჩვენ გვქონდა სხვა ვერსიაც მონუმენტის, ესკიზის, თუმცა ოჯახებთან შეთანხმებით, გადავწყვიტეთ შეგვენარჩუნებინა არსებული ესკიზი რაც გვქონდა. ფაქტობრივად დავასრულეთ. დღეს მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ შთაბეჭდილება ყველას შეგვქმნოდა, როგორ გამოიყურება მონუმენტი. მუზეუმსაც ვფიქრობთ, დავიწყებთ წელს და უახლოეს მომავალში დავასრულებთ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×