რეზონანსი
11.08.2022

საკმაოდ საგანგაშო ფაქტებია გამომზეურებული - ის მოვლენები და ფაქტები, რომელთა თაობაზეც ჩვენ გასაგები მიზეზების გამო ასე გულახდილად ვერ ვსაუბრობთ, - ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა უმრავლესობიდან გასული ოთხი დეპუტატის წერილის კომენტირებისას გააკეთა.

ცაგარეიშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში უმრავლესობა შეიკრიბება, იმსჯელებს და ერთიანი პოზიცია საზოგადოებისთვის ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

„ამ ადამიანებმა ფრაქცია „ქართული ოცნება" და უმრავლესობა იმიტომ დატოვეს, რომ საზოგადოებასთან ამგვარი გულახდილობით ესაუბრათ, როგორც ამას თავად თვლიან. ეს რა თქმა უნდა, მათი უფლებაა და ვერავინ ამ ადამიანებს ამ უფლებაში ვერ შეზღუდავს.

სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში უმრავლესობა უნდა შეიკრიბოს და ამ მოვლენებსა და გამომზეურებულ ფაქტებზე იმსჯელოს", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ცნობისათვის, "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ არის კოორდინირებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×