
თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის დათი ქოქრაშვილს ისრაელიდან საქართველოში სამკურნალოდ სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში ჩამოიყვანენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დათი ქოქრაშვილის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა განუცხადა, ბავშვს სიცოცხლესთან შეუთავსებელი რისკები აღარ აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"ამ ეტაპზე, გადაუნერგეს კანი და ველოდებით შედეგს, რამდენად მიიღებს ორგანიზმი. ძლიერი ტკივილები აქვს, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია",- აღნიშნა ქრისტინე მამუკაშვილი.
8 წლის დათი ქოქრაშვილის ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს საქართველოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 5 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
ინტერპრესნიუსი