რეზონანსი
12.08.2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი უკრაინის ფრაქცია „ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა.

ცაგარეიშვილის თქმით, მას ახლა ყოველდღიური საზრუნავი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლების ლიდერების გამოსვლებს დააკვირდეს.

„ეს გახდა მისი ცხოვრების წესი, რომ გააკონტროლოს ჩვენი „მესიჯბოქსი", რაზე ვსაუბრობთ, ვის ვაკრიტიკებთ, ვის არ ვაკრიტიკებთ. არადა, სხვა საჭიროებები, სხვა განსაცდელი უდგას ახლა უკრაინას, განუზომლად ბევრად საზარელი, ვიდრე ის, რომ ჩემი გამოსვლები და ჩემი გამოსვლების ტექსტები აკონტროლოს ვინმე არახამიამ, ესღა გვაკლდა საქართველოში და ამასაც მივაღწიეთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე გვიწუნებს გამოსვლებს, იდეოლოგიას, აზროვნების სტილს და გვამუნათებს რა უნდა გავაკეთოთ, როგორ ვიცხოვროთ, როგორ ვიაზროვნოთ. ქართული ოპოზიციის სუფლიორობა გახდა როგორც ჩანს, ამ ბატონის ცხოვრების წესი, რომელიც არის მეგობარი ქვეყნის ერთ- ერთი ლიდერი. მინდა მას „ნაციონალური მოძრაობის" სუფლიორობა მივულოცო,"- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ცნობისათვის, უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიამ არ საქართველოს მთავრობა 2008 წლის აგვისტოს ომის 14-წლის თავზე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. როგორც მან აღნიშნა, ელოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავის ქვეყანასთან მიმართებაშიც არ ეყოფოდა გამბედაობა, აგრესორი გაეკიცხა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×