ყველაფერი გამოვიტანეთ სამსჯავროზე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რა ბრძოლები გადაგვხდა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
„მიმართვაში მოყვანილი იყო არჩევნების გაყალბების თემა, ISFED-ის მდგომარეობა, თუ რამ გამოიწვია ცდომილება პარალელურ დათვლაში, ცესკოზე თავდასხმები, 19 აპრილის შეთანხმება, კრიმინალების იძულებით გამოყვანა. ეს ყველაფერი გამოვიტანეთ სამსჯავროზე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რა ბრძოლები გადაგვხდა", - აცხადებს ყაველაშვილი.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ დასმულ პასუხგაუცემელ შეკითხვებზე საუბრობს. განცხადებას სრულად გაეცანით ამ ბმულზე.