რეზონანსი
12.08.2022

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თანმიმდევრულად გაათავისუფლებენ ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას, მათ შორის ყირიმს.

ალექსეი რეზნიკოვის თქმით, რუსეთთან ერთადერთი შესაძლო ტერიტორიული კომპრომისი 1991 წლის მდგომარეობით უკრაინის საზღვრებზე გასვლაა.

უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას ფრონტის სტაბილიზირება სჭირდება, რათა გენერალურმა შტაბმა აირჩიოს კონტრშეტევისთვის ყველაზე ხელსაყრელი მეთოდები და მიმართულებები.

„ჩვენ გვჭირდება კონტრშეტევა ტერიტორიების გასათავისუფლებლად. ჩვენი ხალხი და პარტნიორები ელიან აქტიურ მოქმედებას, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ ამისთვის მეტი იარაღი გვჭირდება. ჩვენი მთავარი მიზანი 1991 წლის ფარგლებში ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებაა", - განაცხადა რეზნიკოვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×