რეზონანსი
13.08.2022

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი-ერთი ნაპრალშია გადავარდნილი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს ესაჭიროება მაშველთა დახმარება. შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, დაზუსტდა ტურისტთა ადგილმდებარეობა და მეხანძრე მაშველთა ჯგუფი სრული სამთო აღჭურვილობით მწვერვალის მიმართულებით ქვეითად გაემგზავრა.

რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვასთან დაკავშირებით. გართულებული მეტეო პირობების გამო კი ვერტმფრენით სამაშველო ღონისძიება დღეს დილით განხორციელდა. მაშველებმა დაშავებული ორი მთასვლელის უსაფრთხო ევაკუაცია უკვე განახორციელეს. უცხოეთის მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.

დაშავებულ მთასვლელთა ინფორმაციით, მათი ჯგუფიდან სამი წევრი გადაადგილდება დამოუკიდებლად, ხოლო ერთი-ერთი წევრი გადავარდნილია ნაპრალში, სამაშველო ღონისძიება გრძელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×