რეზონანსი
13.08.2022

„შესაძლოა, წყალტუბოში ყაზახური ინვესტიციები ვიხილოთ" - ამის შესახებ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილმა გადაცემა Forbes Talks-ში, საქართველოს მთავრობის მიერ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის" წარმოდგენილი გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

ბიზნეს გაერთიანების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევაში ყაზახ ინვესტორებს საქართველოში ინვესტირების ნეგატიური გამოცდილება აქვთ, ტურიზმის და მით უფრო ბალნეომიმართულებით ინტერესი მათი მხრიდან დიდია.

„წყალტუბო ძალიან კარგი ლოკაციაა, ერთის მხრივ აეროპორტთან სიახლოვის გამო, მეორე მხრივ შოვის და სხვა ბევრი სხვა კურორტისგან განსხვავებით, ყაზახებისთვის წყალტუბო ძალიან ცნობილი კურორტია პოსტსაბჭოთა სივრცეში. შეთავაზება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან წყალტუბოშია მათთვის ძალიან მიმზიდველია.

ვვარაუდობ, რომ წყალტუბოში ყაზახური ინვესტიცია შეიძლება ვიხილოთ, პირადად მყავდა პოტენციური ინვესტორები წყალტუბოში ჩაყვანილი. მათი მხრიდან დაინტერესება გამოხატულია, ახლა ვნახოთ, როგორ წარიმართება სახელმწიფოსთან კომუნიკაცია", - აღნიშნა ყაზახურ-ქართული გაერთიანების ხელმძღვანელმა.

გიორგი ჯახუტაშვილმა აღნიშნა, რომ გაერთიანების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით ინვესტიციების ნაწილში, ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ ინვესტორებს შეკრული და დამუშავებული საინვესტიციო პროექტები წარუდგინონ, როგორ წყალტუბოს შემთხვევაში მოხდა.

„რაც შეიძლება მეტი საინვესტიციო პროექტის უნდა იყოს იმ დონემდე შეკრული და დამუშავებული, რომ მხოლოდ ინექციის საშუალება იყოს საჭირო. წყალტუბოს შემთხვევაში პროცესი საკმაოდ სწორად და გასაგებად მიმდინარეობს. სახელმწიფომ აიღო ლიდერობა ამ პროცესში, გააკეთა გეგმა, იყო პრობლემები წყლითსარგებლობასთან დაკავშირებით და ეს საკითხით თავის თავზე აიღო და მოაგვარა და შეთავაზებად გამოიტანა ინვესტორებისთვის.

ეს უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ ინვესტორებს მივუბრუნდეთ და ვუთხრათ, რომ ეს პროექტები გაწმენდილია რისკებისგან. ლოკომიტივი ამ შემთხვევაში სახელმწიფოა და ცხადად ჩანს, რომ სახელმწიფო თავის პოზიციაზე დგას, რაც ჩვენ შოვის განვითარების პროცესში გვაკლდა (შოვის განვითარების პროექტის შემთხვევაში ყაზახმა ინვესტორებმა პროექტის განვითარების წინარე სამუშაოები სრულად პირადი რესურსებით აწარმოეს).

მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიდიან კურორტზე და წარდგენაზე ბიზნესს ეუბნებიან, რომ ჩვენ ამ კონკრეტულ პროექტებს სთავაზობენ და ახლა მათ ჯერია, ამ შემთხვევაში პროცესი უფრო მარტივია", - განმარტა ჯახუტაშვილმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×