რეზონანსი
14.08.2022

ქობულეთში 21 წლის ახალგაზრდა მოკლეს. შემთხვევა სასტუმროში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 30 წლის კაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით 2001 წელს დაბადებულ ახალგაზრდას ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა მოგვიანებით, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. გარდაცვლილია ხაშურში მცხოვრები 21 წლის რეზი ლომსაძე.

"ზღვაზე იყო წასული და ტელეფონის გულისთვის... წუხელ 3 საათზე მოასვენეს ეს ბავშვი. ტელეფონი მოუპარიათ და იმის გამო მოხდა. გორელია ის, ვინც მოკლა, დაკავებულია", - ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.

შსს-მ მკვლელობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ი. დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა,რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა 2001 წელს დაბადებულ რ.ლ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ი. ცხელ კვალზე - მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×