რეზონანსი
14.08.2022

47 წლის ლევან იაგანაშვილს მეზობლებმა ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მისი ოჯახის წევრების ინფორმაციით, იაგანაშვილს თავს 3 პირი დაესხა, თუმცა პოლიციამ ჯერ მხოლოდ ერთი სავარაუდო დამნაშავე დააკავა, რომელიც ახლა კახეთის სამხარეო პოლიციის იზოლატორშია მოთავსებული.

ოჯახის ცნობით, მკვლელობა იმ დროს მოხდა, როდესაც იაგანაშვილი თანასოფლელებთან ერთად სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქეიფობდა. მასთან მივიდნენ მისივე კარის მეზობლები - მალხაზ ჩივიაშვილი, მისი ძმა და შვილი, რომლებიც სასტიკად გაუსწორდნენ და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენეს.

რაც შეეხება მკვლელობის მიზეზს, სავარაუდო მკვლელის ოჯახის წევრები მედიასთან განმარტებებს არ აკეთებენ. მოკლულის ოჯახში კი ამბობენ, რომ მიზეზი მხარეებს შორის წარსულში მომხდარი დაპირისპირება გახდა.

ამასთან, მოკლულის ცოლი იხსენებს, რომ ჩივიაშვილების ოჯახის მხრიდან მათზე ზეწოლას აქამდეც ჰქონდა ადგილი, რის გამოც ლევან იაგანაშვილმა კაჭრეთის პოლიციას დახმარების თხოვნით მიმართა, თუმცა სამართალდამცველები მხოლოდ გამოკითხვით შემოიფარგლნენ.

"ლევანის მოაკითხეს კლასელებმა და წაიყვანეს საქეიფოდ. სადღაც 10 წუთის დამსხდრები ყოფილან და ეს ბიჭი, მამა და ძმა მივარდნილა იქ, დანით და თოხებით მოცვივდნენო და დაურტყიათ ლევანისთვის. ორგან აქვს გადაჭრილი ბარძაყიო. მთელი არტერია სისხლისგან დაცლილა, ვერ მიუსწრეს, გარდაიცვალა. მუქარები იყო, იმ გოგოს მეუღლემ გარეთ სკამზე დაჯდომა ამიკრძალა, გარეთ ნუ ზის, რომ ვხედავ ვღიზიანდებიო. ორი დღის წინ მომიცვივდნენ, ლევანი სმენაში იყო და კარებზე აბრახუნებდა მისი ქმარი. დაიბარეს ყველა, ვინც იმუქრებოდნენ და გააფრთხილესო, მაგრამ იმის მერე მაინც იმუქრებოდნენ. სამივე დაისაჯონ, ძმაც, მამაც და შვილიც", - ამბობს ქეთევან იაგანაშვილი. 

მომხდარს არაერთი თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი მოქმედი პოლიციელია.

მთავარი არხი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×