რეზონანსი
14.08.2022

რატომ ვერ იყოფს ცაგერის, ლენტეხისა და ზემო სვანეთის მოსახლეობა ლატფარის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას- ადგილობრივი ეპარქიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და დავის მოგვარების მიზნით, სამხარეო ადმინისტრაციას თხოვნით მიმართავენ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც რაიონების ადმინისტრაციულ საზღვრებს ზუსტად გამიჯნავს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ეპარქიების მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შორის, წარმოქმნილი უთანხმოება სადავო საკითხში ეკლესიის ჩართვის მცდელობას იწვევს. წერილის ავტორები, მიტროპოლიტები ილარიონი და სტეფანე არიან.

"როგორ შეიძლება ეკლესია რამე მოთხოვნა ჰქონდეს, რაღაც კერძო დავაში. არაფერი მოთხოვნა ჩვენ არ გვაქვს, უბრალოდ მშვიდობისკენ მოვუწოდეთ. იქ, ვისაც ჰქონდა სადაო იმათ ვუთხარით, რომ ეკლესიასთან მიმართებაში ფრთხილად იყვნენ და ზედმეტი არაფერი გააკეთონ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ეს საკითხი ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. არის დავა და ეს დავა სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, თუ ზემო სვანეთის იურისდიქციაში გადავა ეს მიწები, ტაძარიც თავისთავად იმ იურისდიქციაში გადავა, ჩვენ ერთმანეთში არ გაქვს პრობლემა,"-აცხადებს ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი.

წყარო „რუსთავი2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×