რეზონანსი
14.08.2022

ერთი დაღუპული და 50-მდე დაშავებული - ერევანში ძლიერი აფეთქება მოხდა. სავაჭრო ცენტრ, "სურმალუს" ტერიტორიაზე ამ დროისთვის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. არ არის გამორიცხული, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ მოყოლილნი.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება პიროტექნიკის საწყობში გაჩნდა, რომელსაც ერთი შენობის ნგრევა მოჰყვა. ხანძარი მალევე გავრცელდა სხვა სავაჭრო ობიექტებზე.

თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქების მომენტში ადგილზე ათეულობით მოქალაქე იყო შეკრებილი და ვარაუდობენ, რომ რამდენიმე მათგანი ნანგრევებშია მოყოლილი. ამ დრომდე, შემთხვევის ადგილზე 20 სამაშველო ჯგუფია მობილიზებული, პერიმეტრი გადაკეტილია, სიტუაციას სამხედროები და პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ.

აფეთქება ერევანში, სავაჭრო ცენტრ "სურმალუში" 13 საათსა და 23 წუთზე მოხდა. ამ დრომდე უცნობია თუ რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×