რეზონანსი
14.08.2022

ლილოს დასახლებაში 13 აგვისტოს 34 წლის ჟანა ხალილოვა ცივი იარაღით მოკლეს. გამოძიების ვერსიით, დანაშაული მისმა 17 წლის შვილმა ჩაიდინა.

გარდაცვლილი ქალის მეგობარმა მოყვა, რომ ჟანას მეუღლესთან ჰქონდა პრობლემები, რომელთანაც ერთად აღარ ცხოვრობდა.

დედასთან 13 წლის გოგო, ხოლო მამასთან 17 წლის ბიჭი ცხოვრობდა.

„ჟანასთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ მგონია, მისმა მეუღლემ ჩაიდინა, დაგეგმა და შემდეგ შვილს შეასრულებინა. მეუღლესთან ჟანას პრობლემური ურთიერთობა ჰქონდა. ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, მისი შვილი ცოტა ონავარი ბიჭი იყო. ის მამასთან ცხოვრობდა და დედას ხშირად ხვევდა პრობლემებში.

ჟანას ქმარი ცოლზე ძალადობისთვის იყო გასამართლებული. ვერ ვიჯერებ, რომ მისი შვილის ჩადენილია.

ჟანა იყო ძალიან თბილი, საოცრად მზრუნველი და ქმარ-შვილისგან დაჩაგრული. “ – ყვება გარდაცვლილი ქალის მეგობარი.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ნ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×