რეზონანსი
14.08.2022

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქება დღეს 13:23 წუთზე მოხდა. გამოძიებას ოფიციალური ვერსია ჯერჯერობით არ აქვს. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება პიროტექნიკის საწყობში მოხდა, რასაც შენობის ნგრევა მოჰყვა.

ხანძარი მალევე გავრცელდა სხვა სავაჭრო ობიექტებზე. ოფიციალური ცნობით, ამ დროისთვის დაიღუპა 2 და დაშავდა 60 ადამიანი – მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია.

თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქების მომენტში ადგილზე ათეულობთ ადამიანი იყო შეკრებილი. ვარაუდობენ, რომ მათი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ნანგრევებშია.

ადგილზე, ამ დრომდე 20 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება, მიზეზი ისაა, რომ პიროტექნიკა პერიოდულად ფეთქდება და ცეცხლის ახალი კერები ჩნდება.

მობილიზებულები არიან სამხედროები და პოლიციის თანამშრომლები, თუმცა აფეთქების შედეგად გამოწვეული ნგრევა იმდენად მასშტაბურია, რომ სამაშველო ოპერაციაში რიგითი მოქალაქეებიც ერთვებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×