რეზონანსი
15.08.2022

დედის მკვლელობისთვის დაკავებულს და მის მეგობარს ბრალი უკვე წაუყენეს - მათ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავებიან. დაკავებულთა ადვოკატები დანაშაულის მოტივზე ღიად საუბრობენ. ისინი ადასტურებენ ეჭვიანობის ვერსიას. გამოძიების ცნობით, შვილმა დედას დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა დაზარალებული შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

მოზარდს ყავს 2 კერძო ადვოკატი, რომელთაგანაც ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ მან გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა, ჩვენებაში კი მიუთითებს, თუ როგორ მოკლა დედა, ასევე საუბრობს მოტივზე. კერძოდ, მოტივად ასახელებს დედის პირად ცხოვრებას.

ადვოკატი ადასტურებს, რომ მკვლელობის მოტივი, რომელიც 17 წლის მოზარდს გააჩნდა - ეჭვიანობა იყო. მისი თქმით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მოზარდი თავის ოჯახის წევრებთან, გარდაბნის რაიონში, დასამშვიდობებლად წავიდა, სადაც მათ მომხდარის შესახებ უამბო, შემდეგ კი ნებაყოფლობით, ბრალის აღიარებით გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში.

დაკავებული 19 წლის ახალგაზრდის ადვოკატმა იზოლატორი უკომენტაროდ დატოვა, თუმცა "კურიერისთვის" ცნობილია, რომ აღიარებითი ჩვენება მასაც მიცემული აქვს.

ასევე, "კურიერი" იმყოფებოდა გარდაბანში, ჟანა ხალილოვას ყოფილი მეუღლის სახლში, სადაც მოკლული ქალი არის გადასვენებული. ნათესავებს, მიუხედავად მოზარდის მიერ მიცემული აღიარებითი ჩვენებისა, არ სჯერათ, რომ დანაშაული მის მიერ არის ჩადენილი. მათი თქმით, 17 წლის ბიჭი ამას მარტო ვერ და არ იზამდა.

ბრალდებულების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო დღეს ან ხვალ იმსჯელებს - ცნობილია, რომ გამოძიება ორივე მათგანისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ამ დროისათვის ადვოკატებმა უნდა მიიღონ საქმის მასალები, რის შემდეგადაც შეათანხმებენ პოზიციას, თუ რა შუამდგომლობას დააყენებენ სასამართლოზე.

წყარო: „რუსთავი2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×