რეზონანსი
15.08.2022

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსი სამხედროები უკრაინაში ვალდებულებას ღირსეულად ასრულებენ. ამასთან, მისივე თქმით, სამხედროები ყოველთვის სანდოდ იდგნენ სამშობლოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე და თავისუფლება მოჰქონდათ სხვა ხალხებისთვის.

„ისინი იბრძვიან რუსეთისთვის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობიანი ცხოვრებისთვის, ასრულებენ ყველა ამოცანას, ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასს", - განაცხადა პუტინმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა იარაღის მწარმოებლებს, რომლებიც პუტინის თქმით, რუსეთის არმიას და ფლოტს თანამედროვე შეიარაღებას აწვდიან. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი აფასებს კავშირებს ლათინური ამერიკის, აზიისა და აფრიკის სახელმწიფოებთან. მისივე თქმით, რუსეთი მზად არის, რუსული შეიარაღება მიაწოდოს ყველა პარტნიორს, რომლებთანაც სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარება იგეგმება.

„ჩვენ ვაფასებთ, რომ რუსეთს სხვადასხვა კონტინენტზე ბევრი მოკავშირე, პარტნიორი, თანამოაზრე ჰყავს. ეს ქვეყნები არ ემორჩილებიან ე.წ. ჰეგემონს და ამ ქვეყნების ლიდერები ნამდვილ მამაკაცურ ხასიათს ავლენენ", - განაცხადა პუტინმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×