რეზონანსი
15.08.2022

როდესაც მეკითხებიან, ქვეყანაში მთავარი გამოწვევა რა არის, ჩემი პასუხი ერთია - ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა, -ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ სასამართლო სისტემის რეფორმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართულ მარლმსაჯულებას უნიკალური პრობლემა აქვს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლოს შიგნითვე არსებობს ჯგუფი, რომელსაც აქვს გავლენა, საკანონმდებლო და არასაკონმდებლო ბერკეტები, რომლითაც ისინი ახდენენ გარკვეულ პირთა თანამდებობებზე დანიშვნას, წახალისებას და ა.შ.

„როდესაც მეკითხებიან, ქვეყანაში მთავარი გამოწვევა რა არის, ჩემი პასუხი ყოველთვის არის ერთი - ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა. ქვეყანაში ვერცერთი ადამიანის უფლებებს ვერ დაიცავ, თუ არ გვექნება ეფექტური და დამოუკიდებელი სასამართლო. დღეისდღეოსობით ქვეყანში დამოუკიდებლობის პრობლემა გვაქვს სასამართლოში. გარკვეული ინტერესი არსებობს, თუმცა ამ ინტერესის საწინააღმდეგოდ ქვეყანში არის უამრავი საქმე, რომელიც გადაწყვეტილი არის, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის დასავლური, კანონიერი და სამართლიანი სასამართლოს განაჩენის მოთხოვნასთან.

ქვეყანაში გვჭირდება ისეთი სისტემის შექმნა, რომ ინდივიდუალურ მოსამართლეზე არავის ჰქონდეს ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, ასეთი მექანიზმები არსებობს ჩვენს კანონმდებლობაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2021 წლის დეკემბრის ცვლილებები, რომელიც თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა, სრულიად არაკონსტიტუციურია და რომელიც პარლამენტმა გაუმჭვირვალედ მიიღო, რითაც იუსტიციის უმარლეს საბჭოს მისცა იმის საშუალება, რომ მოსამართლეზე მოეხდინა გავლენა. ჩვენი აზრით, ეს არის არაკონსტიტუციური და გასაჩივრებული გვაქვს", -განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც მან ასევე აღნიშნა, თუკი ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად საქართველოსთვის წარდგენილ რეკომენდაციებს შორის არ იქნება არ იქნება გაზიარებული სასამართლოს დამოუკიდებლობის რეკომენდაცია, საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

„დღეს ქართულ მარლმსაჯულებას ახასიათებს უნიკალური პრობლემა - სასამართლოს მთავარი პრობლემა არის სასამართლოს შიგნითვე არსებული ჯგუფი, რომელსაც აქვს გავლენა, საკანონმდებლო და არასაკონმდებლო ბერკეტები, რომლითაც ისინი ახდენენ გარკვეულ პირთა დანიშვნას, მათ წახალისებას და გარკვეულ თანამდებობრივ წინსვლას. ეს არის უნიკალურად ქართული პრობლემა, რომელიც უნიკალურ გამოსავალს საჭიროებს. ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელიც დღეს პარლამენტში არის წარმოდგენილი, ერთი რამ უნდა ჰქონდეს ასახული, რომ ეს არსებული პრობლემა გამოასწოროს. ჩვენ გვაქვს გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ამას სჭირდება ისეთი მართლმსაჯულება, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, გამჭვრივალე, მეტად ანგარიშვალდებული - ეს ყველაფერი საჭიროებს მეტ მოქმედებს. თუკი ეს რეკომენდაცია არ იქნება გაზიარებული, ჩვენ ვერ მივიღებთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, შესაბამის ეკონომიკურ განვითარებას და უამრავ სხვა სიკეთეს, რაც ევროკავშირთან არის დაკავშირებული", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×