რეზონანსი
17.08.2022

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე არის მიწა-კლდის მასის ჩამოშლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზების დეპარტამენტში თქვეს, რომ გზა ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის არეალში სოფელ უტყისუბანთან ზარზმის თემი არის გადაკეტილი.

„კლდის მასის ჩამოშლის საშიშროების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების გატარებას შესაძლოა 2-3 დღე დასჭირდეს“, – გვითხრეს გზების დეპარტამენტში.

წყარო: „ბათუმელები“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×