რეზონანსი
18.08.2022

ჩინეთის “სახალხო გათავისუფლების არმია” მონაწილეობას მიიღებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო წვრთნებში – “Восток-2022”, რომელიც 30 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე რუსეთის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქში გაიმართება. ამის შესახებ სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“წლევანდელი გეგმისა და ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ არსებული მოლაპარაკებების შესაბამისად, უახლოეს მომავალში სახალხო გათავისულფების არმია გამოყოფს და გაგზავნის სამხედრო ნაწილებს რუსეთში, რომლებიც ჩაერთვებიან დაგეგმილ წვრთნებში”, – ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში.

ჩინეთის თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ ერთობლივი წვრთნების მიზანი “რუსეთთან პრაგმატული და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავებაა”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×