რეზონანსი
18.08.2022

უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ რუსეთი ხვალ, 19 აგვისტოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციისთვის ემზადება. მათივე ცნობით, ამ მიზეზით, სადგურის ტერიტორია სასწრაფოდ დატოვეს Rosatom-ის წარმომადგენლებმა, რომლებიც ბოლო პერიოდში, მუდმივად ადგილზე იმყოფებოდნენ. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, 19 აგვისტოს ენერგოსადგურში მხოლოდ ოპერატიული პერსონალი იქნება

"ირკვევა, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ფართომასშტაბიანი დაბომბვის შემდეგ შესაძლოა „აწიონ ფსონები" და მოაწყონ ნამდვილი ტერორისტული თავდასხმა ევროპის უდიდეს ატომურ ობიექტზე. გარდა იმისა, რომ ეს დანაშაული იქნება, ის დროში ემთხვევა გაეროს გენერალური მდივნის უკრაინაში ვიზიტს" აცხადებს უკრაინის დაზვერვა.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაცია უკრაინას ადანაშაულებს "პროვოკაციისთვის მზადებაში" შემდგომში რუსეთის დადანაშაულების მიზნით.

ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებულ სახიფათო ვითარება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი ლვოვში გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ენერგოსადგურის უსაფრთხოება და იქიდან რუსი სამხედროების გაყვანა გაერომ უნდა უზრუნველყოს.

რუსეთი კი უარს აცხადებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×