რეზონანსი
19.08.2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში, მდინარეში დაკარგულ 16 და 20 წლის ახალგაზრდებს ამ დრომდე ეძებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მამიდაშვილთან ერთად, მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ.

არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდს, მდინარეში ჩასვლის დროს, სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, ძმა კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.

სამაშველო სამსახურს, მათთან ერთად მყოფი ნათესავი დაუკავშირდა, რის შემდეგაც, ადგილზე სამაშველო ბრიგადა ჩავიდა.

დაკარგული ძმების ძებნის ოპერაცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. სოფელში ამბობენ, რომ ახალგაზრდები ადგილობრივები არ არიან და უჯარმაში სტუმრად იმყოფებოდნენ.

კახეთი ხმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×