რეზონანსი
19.08.2022

უჯარ­მა­ში, მდი­ნა­რე იო­რის არხში, 16 და 21 წლის ძმე­ბის იპო­ვეს. ახალ­გაზ­რდე­ბის ცხედ­რე­ბი მაშ­ვე­ლებ­მა გამთენიისას აღმოაჩინეს. გარ­დაც­ვლი­ლი ძმე­ბი ნიკა და ივი­კო მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან.

„ცხედ­რე­ბი მაშ­ვე­ლებ­მა გვი­ან ღა­მით იპო­ვეს. ბი­ჭე­ბი სო­ფელ­ში სტუმ­რად იყ­ვნენ, დედა ჰყავთ უჯარ­მე­ლი, ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლე­ბი, თბი­ლი­სე­ლე­ბი არი­ან. შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, როცა ერთი ძმა მე­ო­რედ და­სახ­მა­რებ­ლად წყალ­ში შე­ვი­და. ოჯახს მხო­ლოდ ერთი შვი­ლი დარ­ჩა“ - აღნიშნა სო­ფელ უჯარ­მის რწმუ­ნე­ბუ­ლმა ზუ­რაბ შინ­დე­ლაშ­ვი­ლმა.

ახალგაზრდები დედის მშობლიურ სოფელში სტუმრად იმყოფებოდნენ და უბედურ შემთხვევას მათი ნათესავი შეესწრო.

„არხში გვირაბებია, ადრე გაბმული იყო რაღაც მავთულები, ახლა აღარ არის. ორი გვირაბი ჰქონდათ გავლილი და ნორიოსკენ, ახალსოფელთან იპოვეს. იქით წაიღო ორივე დინებამ. 

საშინელება ხდება აქ, მთელი სოფელი ტირის. ბავშვები სტუმრად ჩამოვიდნენ და ეს ამბავი დატრიალდა. ბიჭები დარდობენ, ვისაც შეხვდნენ, ნეტავ შეგვეჩერებინაო. ეს ნათესავი რა დღეშია, ხომ წარმოგიდგენიათ", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×