რეზონანსი
19.08.2022

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებს და არ გეგმავს თანამემამულეების ომში გაგზავნას. ამის შესახებ სააგენტო „ბელტა" იტყობინება.

„არ იფიქროთ, რომ მე აქ რაიმე სახის თავდასხმას ვგეგმავ: ჩვენ დავბომბავთ უკრაინას ბელორუსის ტერიტორიიდან და ა.შ. არ მაქვს სურვილი, თქვენმა და ჩვენმა შვილებმა იომონ. უნდა დავმშვიდდეთ", - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, „დღეს არავითარი უკრაინა არ ომობს".

„დღეს ნატოს მთელი ბლოკი და ამერიკაა, უპირველეს ყოვლისა, ომში რუსეთთან", - განაცხადა ბელარუსის ლიდერმა. მას მიაჩნია, რომ ევროპა დიდი ხნის წინ შეაჩერებდა ამ ომს, თუ აშშ არ გააგრძელებდა საომარი მოქმედებების წახალისებას პოლონეთის დახმარებით.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა გახდა თავშესაფარი ათასობით უკრაინელისთვის, რომლებიც ბელარუსის მოქალაქეობას იღებენ.

„როგორ მუშაობენ. როგორი ბედნიერები არიან. რატომ? იმიტომ, რომ მწუხარება განიცადეს, გაუძლეს ომს. ეს ჩვენი ხალხია. ჩვენ არ უნდა ვაწყენინოთ", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×