რეზონანსი
19.08.2022

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თავის შეშფოთებას იმ რისკების გამო, რომელსაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება ბირთვული უსაფრთხოებისთვის ქმნის და მხარი დაუჭირა ადგილზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების მისიის გაგზავნას უკრაინისა და გაეროს მიერ შეთანხმებული პირობებით. რუსეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტს მიუთითა, რომ თანახმაა ამ მისიის განთავსებასა და ხსენებულ მეთოდებზე", - აღნიშნულია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×