რეზონანსი
19.08.2022

„თვალში საცემია წონაში კლება, ძალიან შევშფოთდი“, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, ასეთ მდგომარეობაში სააკაშვილი არასდროს უნახავს.

„ახლა რომ ვნახე, ძალიან შევშფოთდი. აბსოლუტურად თვალში საცემი არის წონაში კლება და ავადმყოფობის გამო წონაში დაკლება ძალიან ცუდი ნიშანია. რაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, 11 კილო დაიკლო. კარგი იქნება შესაბამისად უმკურნალონ. ამ მარხვაში ვაპირებ, რომ ვაზიარო. იმედია ყველაფერი კარგად იქნება“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×