რეზონანსი
19.08.2022

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების [IAEA] გაგზავნას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში - ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს.

მათი ცნობით, დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ტელეფონით პუტინს ესაუბრა

„პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბირთვული უსაფრთხოების  რისკებთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა IAEA-ს ექსპერტების მისიის გაგზავნას ადგილზე რაც შეიძლება მალე, უკრაინისა და გაერო-ს შეთანხმებული პირობებით.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა აცნობა რესპუბლიკის პრეზიდენტს მისი თანხმობის შესახებ ამ მისიის განთავსებაზე და მითითებულ მეთოდებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

უახლოეს დღეებში ისინი ამ მისიის განლაგების დეტალებს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რუსეთი 4 მარტიდან აკონტროლებს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს. ოკუპანტებმა არაერთხელ დაბომბეს სადგურის ტერიტორია, რამაც არაერთი ობიექტი დააზიანა  და ბირთვული კატასტროფის საფრთხე შექმნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×