რეზონანსი
19.08.2022

„სამართლიანი არჩევნები" (ISFED) არის ის ორგანიზაციაა, რომელიც ცდილობდა გაყალბებულად გამოეცხადებინა 2020 წლის არჩევნები! ურცხვად საქართველოს აოხრების მოსურნეთა დაკვეთით იტყუებოდა და ამზადებდა ნიადაგს არჩევნები გაყალბდაო! სურდა და დავალებული ჰქონდა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების იდეოლოგიურ-პოლიტიკური მომზადება! - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.

მისი თქმით, ეს ორგანიზაცია ნაცმოძრაობის ფაქტობრივი ფილიალია და არ უნდა იყოს დაშვებული არსად და არასოდეს, ვინაიდან 2020 წლის არჩევნებზე საბოლოოდ ფარდა აეხადა ამ ორგანიზაციის და მასში მყოფ გაწევრიანებული მეხუთე კოლონის წევრთა ნამდვილ ბოროტ ზრახვებს.

„სამართლიანი არჩევნები" (ISFED) არის ის ორგანიზაციაა, რომელიც ცდილობდა გაყალბებულად გამოეცხადებინა 2020 წლის არჩევნები!

ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ურცხვად საქართველოს აოხრების მოსურნეთა დაკვეთით იტყუებოდა და ამზადებდა ნიადაგს არჩევნები გაყალბდაო!

ეს ის ორგანიზაციაა, რომელსაც სურდა და დავალებული ჰქონდა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების იდეოლოგიურ-პოლიტიკური მომზადება!

ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც „ნაცმოძის" ფაქტობრივი ფილიალია! ეს „ნაცმოძრაობის" სატელიტი ორგანიზაციაა!

ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც მეხუთე კოლონის ტიპური სახეა და რომელიც საქართველოს ღალატისთვის ვიღაც გადამთიელებისაგან დიდძალ თანხებს ტეხავს! და იჯიბავს!

ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც არამც და არამც არ უნდა იყოს დაშვებული არსად და არასოდეს!

ვინაიდან 2020 წლის არჩევნებზე საბოლოოდ ფარდა აეხადა ამ ორგანიზაციის და მასში მყოფ გაწევრიანებული მეხუთე კოლონის წევრთა ნამდვილ ბოროტ ზრახვებს!

ამიტომაც, საქართველოს დაქცევა-განადგურების მოსურნეთა ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს!" - წერს ედიშერ გვენეტაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×