რეზონანსი
20.08.2022

გარდაცვლილი ქალის ცხედარი ავლევის მაცხოვრებლებმა სოფლის მიმდებარედ მინდორში ნახეს. მათ ჩადენილი დანაშაულის შესახებ თავად ბრალდებულმა გაუმხილა, რის შედეგადაც იგი დააკავეს და სამრთალდამცავებს გადასცეს. 

ქარელში მოკლული 30 წლის ქალის მამამ ცოტა ხნის წინ პირველი კომენტარი გააკეთა. იგი მომხდარით შოკირებულია. „წავიდნენ გუშინ მაყვლის მოსაკრეფად და ასეთი ამბავი მოხდა. თვალიც დალურჯებული ჰქონდაო, ხელები სულ გაშავებული. თვითონ უთქვია ბიჭებისთვის და ტელეფონიც მიუცია... ჩემი შვილის გულისთვის ვიტანდი ყველაფერს, იქნებ გამოსწორდეს-თქო. სხვას არ უჯერებდა, იმას უფრო უჯერებდა", - განუცხადა "ტვ მონიტორინგს" გარდაცვლილი ქალის მამამ.

"ტვ მონიტორინგი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×