რეზონანსი
22.09.2022

ტერორისტული აქტი, ამ მიზნით მძველების აყვანა და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარება - საქართველოს ბანკზე თავდმასხმელს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. პროკურატურა პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს დღესვე მიმართავს. პოზიცია ჩამოყალიბებული აქვს დაცვის მხარესაც. ადვოკატები ბრალდებულის ხელახლა დაკითხვას ითხოვენ. გრიგოლ ნარსიას ინტერესების დამცველები ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდნენ.

ბრალდებული გრიგოლ ნარსია წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ის ამბობს, რომ მან აიყვანა მძევლები, ითხოვდა გულს დიდი ოდენობით და ასევე იყო შეიარაღებული, თუმცა ტერორიზმის მუხლით წარდგენილ ბრალს ის კატეგორიულად უარყოფს.

ამბობს, რომ მზად არის გამოძიებას ჩვენება ხელახლა მისცეს. მისი განცხადებით, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია დაკავების მომენტში. 

გრიგოლ ნარსიას ადვოკატი, დალი სულაქველიძე ამბობს, რომ პოლიციელებისთვის მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან მისი აყვანა ისე სწრაფად მოხდა რომ სურვილიც რომ ჰქონოდა ამას ვერ გააკეთებდა.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×