რეზონანსი
22.09.2022

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა ომის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს, მათ შორის არიან „აზოვის" პოლკის წევრები.

„თურქეთმა ახლა მიიღო დიალოგისა და დიპლომატიური ძალის რწმენის შედეგი", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

„ტყვეთა ეს გაცვლა, რომელიც თურქეთის შუამავლობით მოხდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომის დასრულებისკენ. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას სამომავლოდ მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. მაგალითად, როგორც კი დავბრუნდებით, ისევ დავურეკავთ ლიდერებს და მათთან გავაგრძელებთ სატელეფონო დიპლომატიას", - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×