რეზონანსი
22.09.2022

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, გერმანია მზად არის, რუსი დეზერტირები მიიღოს, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფაზერმა განაცხადა.

„დეზერტირებს, რომლებსაც სერიოზული რეპრესიები ემუქრებათ, როგორც წესი, შეუძლიათ საერთაშორისო დაცვა გერმანიაში მიიღონ. ყველას, ვინც გაბედულად ეწინააღმდეგება პუტინის რეჟიმს და ამით დიდ საფრთხეში აღმოჩნდება, შეუძლია, თავშესაფარი მოითხოვოს პოლიტიკური დევნის მოტივით", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის მასშტაბით ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერიდან გამოაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×